LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი დაკავების ღონისძიება დროებით გადადო

74
shss

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის
– ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ
მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს. კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება
სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების
შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ
მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ
ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში. პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი
პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g