„ყველანი ვიქნებით მოხარულები, თუ აღარ იქნება საჭირო, იარსებოს ისეთმა სამინისტომ, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტოებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სამინისტრო,“ – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სუბარის თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იყო 1000 გვერდამდე პროექტი, რომელიც 100-მდე კანონში ცვლილებებას ითვალისწინებს და ამ ცვლილებების მთავარი მიზანი არის მთავრობის ეფექტურობის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირება.
„ეფექტურობის გაზრდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვინც არის ეფექტური დარჩება. არჩევანი პროფესიონალებზე გაკეთდება. კანონპროექტი სამინისტროების სტრუქტურის ცვლილებაზე პარლამენტში რამდენიმე დღეში გადაიგზავნება, ხუთშაბათამდე გვაქვს ვადა, თუმცა ეს იქამდე მოხდება,“- განაცხადა სუბარმა.