LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენატორ ჯიმ რიშის განცხადება ნიშნავს, რომ მელიას საქმე გაამწვავებს ურთიერთობებს: გიორგი ლაბაძე

249
ჯიმი 22 2

ნიკა მელის დაპატიმრება, გიორგი გახარიას გადადგომა, ახალი პრემიერობის შემოთავაზება ფორსმაჟორში, რა გავლენებსა და გამოხმაურებებს უნდა ველოდოთ, რას ცვლის ეს ფაქტი საერთაშორისო ასპარეზზე. ამ თემაზე „საქართველო-3 ზღვის ინიციატივა”-ს წარმომადგენელმა“ გიორგი ლაბაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად ისაუბრა.

„ცოტა ხნის წინ იყო გადაჭარბებული მოლოდინი, რომ როდესაც ჯო ბაიდენი გახდებოდა აშშ-ს პრეზიდენტი, ელჩს გაიწვევდნენ, თუმცა ასეთი რამ არ მოხდა. ძალიან აქტიური და დადებითი ადამიანია კელი დეგნანი და მისი გაწვევის მოლოდინი, რა თქმა უნდა, სრული აბსურდი იყო.

შეერთებული შტატების პოზიცია საკმაოდ აქტიური იყო წინა ადმინისტრაციის პერიოდში. კონგერსმენების წერილები იქნებოდა ეს თუ  სენატორების გზავნილები. საკმაოდ იყო ისეთი მომენტები, რომლის გამოყენება უკეთ შეეძლო როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას.

დღეს ჩვენ უკვე გვაქვს სენატორ ჯიმ რიშის მოსაზრება, რომელმაც განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებული საკითხები კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოში მხარეებს შორის გარკვეულ კრიზიზს. ეს ხაზს უსვამს საქართველოში არსებულ მართმსაჯულებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

რომ გავყვეთ ჩვენ ამ ორპარტიული მხარდაჭერის საკითხს, კიდევ იქნება სენატორების მხრიდან პოზიციების დაფიქსირება. ასევე მოსალოდნელია, რომ კონგრესმენები ადამ კინზინგერის მხრიდან პოზიციების დაფიქსირება. არ ვისურვებდი, რომ საქართველოში ისე განვითარდეს მოვლენები, რომ ვიცე- პრეზიდენტისა და პრეზიდენტის დონეზე გახდეს გაცხადებების გაკეთება საჭირო“. – ამბობს ლაბაძე.

კითხვაზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები იმიჯის კუთხით უკვე არის ნეგატიური და  უფრო მკაცრ განცხადებებს უნდა ველოდოთ? თუ ეს არის პროცესები, რომელიც თუ დროულად დარეგულირდა, გამოსწორებას მარტივად დაექვემდებარება, ლაბაძე პასუხობს, რომ

„ეს თემა დამოკიდებულია, ნიკა მელიას დაკავება არდაკავებაზე. ჯიმ რიშის დამოკიდებულებაც საბოლოო ჯამში დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ნიკა მელიას მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე. მართალია, ის აღარაა  სენატის საგარეო ურთიერთობების თავმჯდომარე, (რესპუბლიკელება უმრავლესობა დაკარგეს), თუმცა ის საგარეო მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, აქედან გამომდინარე მის პოზიციას დიდი მნიშვნელობა ექნება“.- აცხადებს ლაბაძე.

„დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის,”- ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g