LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო FAO-სთან ერთად ორწლიან სამოქმედო გეგმაზე იწყებს მუშაობას

48

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების პრინციპებზე იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გაერო-ს გლობალური მიზნების მიღწევაში სურსათისა და სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროცესებში სამინისტროს აქტიურობას გაუსვა ხაზი.

“გაერო-მ 2030 წლისთვის შეიმუშავა მდგრადი განვითარების მიზნები, რომელიც ყველა წევრმა სახელმწიფომ შეძლებისდაგვარად უნდა შეასრულოს. სხვადასხვა სფეროებადაა დაყოფილი; ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სიღარიბის დაძლევა. სიღარიბის დაძლევის ამ მიმართულების ქვეშ ერთიანდება, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხები. ჩვენ გვაქვს “სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2020” და “სოფლის განვითარების სტრატეგია 2020″, რომელიც პრინციპში ეხმიანება გაერო-ს 2030 წლისთვის მისაღწევ მდგრადი განვითარების მიზნებს”, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად, ორწლიან სამოქმედო გეგმაზე იწყებს მუშაობას.

როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, ორწლიანი სამოქმედო გეგმის მიზანია იმის შესწავლა, თუ რამდენად მიღწევადია ყველა ის მიმართულება, რაც 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებითაა განსაზღვრული, ან რა დამატებითი ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო.

გაერო-მ შეიმუშავა ახალი გლობალური დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს 2030 წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები