“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესი თუ დაიწყება საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში უმართავი პროცესები დაიწყება.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება, ისეთი პროცესები ვნახოთ, რომლის კონტროლიც შეუძლებელი იქნება და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ძალიან დიდ ზიანს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა შეთანხმების მიღწევა ორივე მიმართულებით – მელიასა და 31 ოქტომბრის შემდეგ წარმოშობილ კრიზისთან მიმართებაში.”-განაცხადა ჯაფარიძემ.
“მე, ოპოზიციის სახელით, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ პროცესის დეესკალაციას, მზად ვართ დიალოგისთვის” – ნიკა მელია