LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმრო დატოვა

107

გურამ შარაძის მკვლელობისთვის დაკავებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა. 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ბარათელი ამბობს, რომ დანაშაული მან ჩაიდინა და ამის შესახებ სასამართლო და გამოძიებაც ინფორმირებულია.

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ბარათელმა განაცხადა, რომ არ იცის, რის საფუძველზე აკეთებენ აკადემიკოს შარაძის ოჯახის წევრები განცხადებებს, რომ თითქოს ბარათელი უდანაშაულოა.

ბარათელი შარაძის მკვლელობის მიზეზად პირად შურისძიებას ასახელებს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არაფერს ამბობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g