მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი კავკასიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მნიშვნელოვანია, არის თუ არა გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში ვაქცინის შეძენისა და ზოგადად, ამ პროცესის წარმართვისთვის საჭირო ფინანსები.
გთავაზობთ მის პოსტს ამ თემაზე:
„როდესაც სახელმწიფო აცხადებს, რომ მოსახლეობის 60% უნდა აცრას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, ეს ნიშნავს, რომ გააზრებული და დაგეგმილი აქვს ის ხარჯები, რაც ვაქცინის შესყიდვას, ტრანსპორტირებას, დასაწყოებას, დისტრიბუციას და აცრების განხორციელებას დასჭირდება.
2021 წლის ბიუჯეტში სადმე, რომელიმე მუხლში თუ არის გათვალისწინებული ეს ხარჯები? თუ კი -რა ოდენობის ფულის ხარჯვაა დაგეგმილი? თუ არა – როგორ მოხდება აცრების ფინანსირება?
ეს ის მარტივი კითხვებია, რაც აცრების მომლოდინე ნებისმიერ ადამიანს უნდა აწუხებდეს“.