LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამ წლამდე ბავშვს არ ესმის აკრძალვა, პირიქით, ამ დროს უკუღმა აკეთებს ყველაფერს: მარინა კაჭარავა

102
marinakajarava2025

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ „რუსთავი2“-ის ეთერში ადრეული ასაკის ბავშვების ქცევის მოდელზე ისაუბრა.

„სამ წლამდე ბავშვს არ ესმის აკრძალვა, პირიქით ის ამ დროს უკუღმა აკეთებს ყველაფერს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს არაცნობიერს „არ“ ესმის უკუღმა.

ბავშვს უნდა ველაპარაკოთ პოზიტიური წინადადებებით. მისი “უწესო” ქცევა იმ მომენტში უნდა დავაიგნოროთ,​ გადავრთოთ რამე სხვაზე. სანამ ბავშვს აქვს უნარი, რომ გაიგოს, მანამდე მასთან შესვლა პოლემიკაში წამგებიანია. ბავშვი იძაბება, როდესაც დაბალ ხმაზე ველაპაკარებით. ყვირილის დროს ბავშვი იმდენად ისტრესება, რომ არაფერი ესმის. როდესაც ბავშვს ვეკონტაქტებით, თვალი თვალის სიმაღლეზე უნდა გვქონდეს. ზემოდან ყურება და ასე ურთიერთობა არ შეიძლება. თვალის კონტაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ​რაც უფრო დაუწევ ხმას და მშვიდად დაელაპარაკები, მით უფრო საჭიროდ იგრძნობს თავს და ის ამ დროს იფიქრებს: „მე პატივს მცემენ, მესაუბრებიან“, თუ ყურში ვეტყვით რაღაცას, იფიქრებს: „მე საიდუმლოს მანდობენ“, ეს ძალიან მოსწონთ ბავშვებს”,- ამბობს მარინა კაჭარავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g