თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დემირელის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების საჩივარი, რომელიც შეეხებოდა ლტოლვილთა სამინისტროს სამართლებრივი აქტის გაუქმებას ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.
ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ სამინისტრომ სრულყოფილად არ შეისწავლა მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების საქმის გარემოებები და დაუსაბუთებელ და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში მაისში დააკავეს . მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადაციო სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 7 ივლისს კი დევნილთა სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.