LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი სხვადასხვა ქვეყნის 460 მოქალაქეს მიენიჭა – 367 პირი უკრაინის მოქალაქეა

149
ემიგრაცია

2022 წელს საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი სხვადასხვა ქვეყნის 460 მოქალაქეს მიენიჭა. აქედან ყველაზე მეტი, 367 პირი უკრაინის მოქალაქეა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ერთი წლის მანძილზე საქართველომ ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა ავღანეთის 39 მოქალაქეს, 14 პირს, რომელთა მოქალაქეობა დაუდგენელია, ასევე, იემენის – 13, ერაყის -11, სირიის -4, სომალის – 4, რუსეთის – 4 და ეგვიპტის 1 მოქალაქეს.

სტატუსმინიჭებულ პირთაგან ყველაზე მეტი 18 წლამდე მოქალაქეები არიან.

“ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს” – NDI

რაც შეეხება ლტოლვილის სტატუსს, 2022 წელს საქართველომ აღნიშნული სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 41 მოქალაქეს მიანიჭა, საიდანაც 19 ავღანეთის მოქალაქეა, 5 – ირანის, 2 – რუსეთის, 4 – ეგვიპტის, 1 – თურქეთის, პაკისტანის – 1, სირიის – 1, ხოლო 8 პირი დაუდგენელი მოქალაქეობის. ამ შემთხვევაშიც, 18 წლამდე მოქალაქეები ჭარბობენ. 

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 822 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი 310 პირი ირანის მოქალაქეა, რუსეთის – 40, თურქეთის – 77, ერაყის – 45, ეგვიპტის – 55, იორდანიის – 70, ნიგერიის – 36, ავღანეთის – 14, ბანგლადეშის -13.

გასულ წელსვე თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 1473 მოქალაქე დარეგისტრირდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 516 პირი უკრაინის მოქალაქეა. რეგისტრირებულ თავშესაფრის მაძიებელთაგან 203 არის თურქეთის, ირანის – 194, რუსეთის – 115, იორდანია – 44, ავღანეთის – 31 მოქალაქე, ნიგერია – 27, იემენი – 21, იორდანიის – 21, სამხრეთ აფრიკა – 16, ბანგლადეშის – 14.

ინფორმაციის თანახმად, 12 თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნის 165 მოქალაქე გააძევეს. მოქალაქეობის მიხედვით კი მათი გადანაწილება ასეთია: ირანი 29, თურქეთი 25, აზერბაიჯანი 21, რუსეთი 8, უკრაინა 1.

ამავე პერიოდში დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდა უცხო ქვეყნის 73 მოქალაქე, მათ შორის აზერბაიჯანის – 10, თურქეთის – 23, ინდოეთის – 5, რუსეთის – 3.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები