LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული შტამის 3 კლასტერიდან 2 უკვე დახურულია – პაატა იმნაძე პანდემიასთან ბრძოლის ერთ წელს აფასებს

236
paata-imnadze-w-h

დღეს, 26 თებერვალს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

საღამოს ცხრა საათზე  ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგი ჩანიშნეს.

უკვე ყველა მიხვდა, რომ ის, რაც მსოფლიოს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიდა, საქართველოშიც „მოვიდა“ და დავიწყეთ ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული წლის ათვლა.

დღეის მდგომარეობით,  საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 270 137 – ია, გამოჯანმრთელდა  – 264 047 პაციენტი, სამწუხაროდ  გვყავს 3 485 გარდაცვლილი. 

პანდემიასთან საქართველოს ერთწლიანი ბრძოლის შეფასება „ფორტუნამ“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმანაძეს სთხოვა. 

 

 

პირველი ტალღა ჩვენ ფაქტობრივად არ გაგვივლია. მეორე ტალღის დროს სამწუხაროდ 100 ათას მოსახლეზე ლიდერები გავხდით, მიუხედავად ამისა, ლეტალობის მაჩვენებელი საბედნიეროდ არ არის მაღალი ქვეყანაში. ამ მაჩვენებლებით ევროპის ქვეყნებს თუ შევედარებით, სადღაც შუაში ვართ. თუმცა ავადობით ამ შემოდგომის ხარჯზე, დღესაც საკმაოდ მაღალ ადგილებზე ვართ. შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია წლის განმავლობაში მართული იყო. ერთადერთი პრობლემა  ის არის, რომ ვაქცინაციის დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. არ გვაწვდიან ვაქცინებს. თუმცა აქაც მთავარია, არა დაწყება, არამედ დაწყებული შეიძლება ბევრ ქვეყანას ჰქონდეს, მაგრამ ინფიცირებულთა რიცხვი მაღალი იყოს.

რეალურად თუ ვილაპარაკებთ, სად არის დიდად მოცვა, ეს არის მხოლოდ ისრაელი, სადაც მოსახლეობის 80 %-ია აცრილი. ემირატებშიც თითქმის ნახევარია აცრილი. ბრტინანეთში 30%-ია აცრილი, შეერთებულ შტატებში 20%, ბაჰრეინში 20% და ევროპის ქვეყნებში საშუალოდ 6 %-ია აცრილი ერთხელ.

რატომ არ გვაწვდიან ვაქცინას?

ევროპაშიც კი რადგან მხოლოდ  6 %-ია აცრილი , ეს ნიშნავს, რომ ვაქცინები მათაც არ ჰყოფნით. ჩინეთში მილიონობით მოსახლე კი ჰყავთ აცრილი, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ 3 %-ია აცრილი.

მდიდარი ქვეყნები უსამართლოდ იქცევიან.

ბევრ ქვეყანას სამჯერ -ოთხჯერ მეტი ვაქცინა აქვთ შეძენილი, ვიდრე სჭირდებათ. ეს ნიშნავს, რომ მათ ფული ჩადეს და სხვადვასხვა კომპანიებში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვაქცინებზე დაიწყო მუშაობა. იმიტომაა, რომ კანადას შვიდჯერ მეტი ვაქცინა აქვს შეძენილი, ვიდრე სჭირდება. კაზინოს პრინციპით მოიქცნენ. დადეს ფსონი, რომ რომელიღაც კომპანია ვაქცინას შექმნიდა. გასაგებია, რომ ამის ფუფუნება მხლოდ მდიდარ ქვეყნებს ჰქონდათ.

გაქვთ, იმედი, რომ უკვე ნათქვამი მარტის პირველი ორი კვირა საბოლოო ვადაა და ამ დროისთვის საქართველოში ვაქცინა უკვე იქნება?

ვნახოთ, ზოგიერთი პირდაპირი კონტრაქტიც ხელმოწერილია. კოვაქსიდან  თებერვალში იყვნენ დაპირებული და იმედია, 10 მარტს მაინც მოგვაწვდიან ვაქცინას. სამწუხაროდ ვაქცინების დეფიციტია და გუშინ გაეკთდა განცხადება, რომ ევროკავშირმა შეიძლება აკრძალოს ევროკავშირის გარეთ ვაქცინების გატანა.

რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ როდესაც შეზღუდვები მოხსნა. იმ დროს როდესაც ქვეყანაში ვაქცინაცია ჯერ არ არის დაწყებული.

შეზღუდვები ჩვენი თვითმიზანი არ არის. შეზღუდვები დავაწესეთ იმის მიხედვით, როგორი იყო  ავადობა და როგორია ჰოსპიტალიზაცია.  როდესაც 20 ათასი ტესტი ტარდება და დადებითობის მაჩვენებელი 2%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა,  ამ პირობებში შესაძლებელია, ცოტა უფრო მეტი სექტორები გაიხსნას.  ბიზნესმა უნდა მიხედოს თავის სამოქმედო გეგმას, დაცული უნდა იყოს ყველა პროტოკოლი. იმიტომ რომ ისევ ბიზნესი არ დაზარალდეს, თუ კიდევ დაიკეტება. ჩვენ ადამიანებმა უნდა დავიცვათ პირბადისა და დისტანციის წესი. ეკონომიკა მუდმივად დაკეტილი ხომ არ იქნება, ხომ უნდა გაიხსნას.

ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ ბრიტანული შტამის გავრცელება მოხდეს სწრაფად, რადგან უკვე სამი შემთხვევა დადასტურდა ქვეყანაში.

საქართველოში  ბრიტანული შტამის 3 კლასტერი შეიქმნა. აქედან 2 კლასტერი უკვე დახურულია. ერთი კლასტერის კი ბოლო შემთხვევებია დარჩენილი. კიდევ რამდენიმე შემთხვევას ვსწავლობთ და ახლა კვლევები მიდის, რომ გაირკვეს არის თუ არა ბრიტანული შტამი. ჯერჯერობით ბევრი არაა. მაგრამ ბრიტანული შტამი ხომ დიდით არაფრით არ განსხვავდება, უბრალოდ უფრო სწრაფად ვრცელდება და სწრაფად გავრცელების საწინააღმდეგოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისევ პირბადე და დისტანცია.

ბევრს საუბრობენ, რომ პანდემიამ უკან დაიხია მსოფლიოში. თქვენი პროგნოზი როგორია, როდის შეიძლება, მსოფლიომ პანდემიამ დაამარცხოს.

იმედი მაქვს, წელს ბოლო წელი იქნება პანდემიის და მომავალი წლის ზამთრისთვის გარდატეხა მოხდება და ჩემი პროგნოზით პანდემიამ მომავალი წლის ზამთრიდან აღარ უნდა შეგვაწუხოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები