SkyUp Airlines უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენების განახლებას აანონსებს.
უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კიევიდან, ხარკოვიდან, ლვოვიდან, ოდესადან და ზაპოროჟიედან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით შეასრულებს რეისებს. ინფორმაციას “ავიანიუსი” ავრცელებს.
„როგორც იქნა, საქართველო უკრაინელებისთვის გაიხსნა. გეგმა ასეთია: ვიფრინოთ მშობლიური ქალაქიდან, შევხვდეთ თბილისში ან ბათუმში, და უკვე იქ ვიწყებთ, შეშლილი ადამიანებივით ყვირილს „გამარჯობა” და ქუჩაში სიმღერას ბედნიერებისგან”, – აცხადებენ ავიაკომპანიში.
„ავიანიუსის“ ინფორმაციით, ავიაკომპანიის ფრენების გეგმები ასეთია:
კიევი–ბათუმი–კიევი – 21 მარტიდან SkyUp Airlines კვირაში ერთი სიხშირით (კვირა) მოახდენს ოპერირებას, ხოლო 1-ელი აპრილიდან 2 სიხშირით (ხუთშაბათი და კვირა), ხოლო ზაფხულიდან ფრენები ყოველდღიური გახდება.
ლვოვი–თბილისი–ლვოვი – SkyUp Airlines ფრენებს 28 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით (ოთხშაბათს და შაბათს) შეასრულებს.
ლვოვი–ბათუმი–ლვოვი – SkyUp Airlines ფრენებს 29 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით (ხუთშაბათი და კვირა), ხოლო 1-ელი კვირაში 4 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა) მოახდენს.
ოდესა–თბილისი–ოდესა – SkyUp Airlines ფრენებს 28 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით (ორშაბათი, პარასკევი) აღადგენს.
ოდესა–ბათუმი–ოდესა – SkyUp Airlines ფრენებს 29 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით (ხუთშაბათი, კვირა), ხოლო 27 მაისიდან კვირაში 4 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა) განახორციელებს.
ხარკოვი–თბილისი–ხარკოვი – SkyUp Airlines ფრენებს 27 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით (სამშაბათი, პარასკევი) განახორციელებს.
ხარკოვი–ბათუმი–ხარკოვი – SkyUp Airlines ფრენებს 28 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით (სამშაბათი, შაბათი), ხოლო 28 მაისიდან კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევს და შაბათს) შეასრულებს.
ზაპოროჟიე–ბათუმი–ზაპოროჟიე – SkyUp Airlines ფრენებს 29 მაისიდან კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათი, პარასკევი, კვირა) განახორციელებს.