LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის მოზარდები დაშავდნენ

76
FORTUNA.GE- (1)

გარდაბანში, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან არასრულწლოვანი ძმები, რომლების ასაკიც 11 და 15 წელია.

ამ დროისთვის 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განაცხადა, მოზარდები, სავარაუდოდ, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ იმყოფებოდნენ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით, რაც გულისხმობს ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანას, განთავსებას, გასროლას, აფეთქებას ან სხვა მოქმედებას, რომელმაც დაზიანება გამოიწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g