LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქმართან დაშორების შემდეგ ჯენეტ ჯექსონი ძველ შეყვარებულს დაუბრუნდა

170

ჯერ მხოლოდ ექვსი თვეა გასული მას შემდეგ, რაც ჯენეტ ჯექსონი ყატარელ მილიარდერს, ვისამ ალ-მანას დაშორდა. წყვილმა ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მომღერალს ვაჟი შეეძინა. ამის შემდეგ ჯექონმა 50 კილოგრამი დაიკლო, მსოფლიო ტურნეც დაანონსა და პირადი ცხოვრებისთვისაც მოიცალა. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ მომღერალი ძველ შეყვარებულს, პროდიუსერ ჟერმან დიუპრის დაუბრუნდა.

წყაროს მტკიცებით, ყოფილი შეყვარებულები დიდ დროს ატარებენ ერთად და მათ ურთიერთობაში ახალი ეპოქა იწყება. ჯენეტ ჯექსონის მეგობრები ამტკიცებენ, რომ წყვილს მხოლოდ მეგობრულ ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა, თავად ჯენეტი ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ჯენეტ ჯექსონი და ჟერმან დიუპრი ერთმანეთს შვიდი წლის მანძილზე ხვდებოდნენ და 2009 წელს დაშორდნენ. რამდენიმე წელიწადში მომღერალი კატარელ მილიარდელზე გათხოვდა და ძველ შეყვარებულთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა, რადგან მეუღლე მას მამაკაცებთან ურთიერთობას უკრძალავდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g