LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდმეწარმემ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა და 10 მილიონის ტენდერები მოიგო – ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს

126
ipiccy-image (3)

ბორჯომელმა ინდივიდუალურმა მეწარმემ ვახტანგ კაპანაძემ, “ქართულ ოცნებას” 60 000 ლარი შესწირა, მისმა კომპანიამ კი 10.1 მილიონი ლარის 25 ტენდერი მოიგო. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

“2012 წლის 18 ივლისს ვახტანგ კაპანაძემ ნაციონალურ მოძრაობას 3 000 ლარი შესწირა, ხოლო 2016 წლის 13 ოქტომბერს 60 000 ლარი გადარიცხა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ანგარიშზე”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სანამ ვახტანგ კაპანაძე ოცნების შემომწირველი გახდებოდა 13 ელექტრონულ შესყიდვაში 1,266,709 ლარის ხელშეკრულება მიიღო, ხოლო მას შემდეგ რაც ოცნების შემომწირველი გახდა 25 ტენდერი მოიგო, რომელთა საერთო ღირებულება 10,124,191 ლარს შეადგენს.

ვახტანგ კაპანაძის კომპანია “მშენებელი 2012” ძირითადად ბორჯომის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობს და ჯამში 8,251,239 ლარის შეკვეთა აქვს ბორჯომიდან მიღებული.  პანდემიის პირობებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიას ოთხ ელექტრონულ შესყიდვაში 1,493,037 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა, აქედან 2 ტენდერი უკონკურენტო იყო.

 

magti 5g