LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის მიზანია, 2021 წლის ბოლომდე, კოვიდვაქცინის 3 მილიარდი დოზა აწარმოოს

72
FORTUNA.GE- (3)

ევროკავშირი მიზნად ისახავს, რეგიონში კოვიდვაქცინის წარმოება გაზარდოს და მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 3 მილიარდზე მეტი დოზა აწარმოოს.

ამის შესახებ დღეს მრეწველობის კომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა.  

მან იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია, ევროპაში, წარმოების მოცულობა 2-დან 3 მილიარდ დოზამდე გაიზარდოს და რაც შეიძლება მალე, ყველა ქვეყანამ მიიღოს ვაქცინის საჭირო დოზები.

მან მოუწოდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს, სწრაფად გაატარონ ვაქცინაციის პოლიტიკა, რადგან წარმოების შესაძლებლობა კვირიდან კვირამდე იზრდება.

ბრეტონმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, ევროკავშირმა უკვე მიიღო კოვიდვაქცინის დაახლოებით 43 მილიონი დოზა.

გაერთიანების მიზანია, ევროკავშირმა მარტის ბოლოსთვის ვაქცინის დამატებით 100 მილიონი დოზა მიიღოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g