“საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 32%-ით შემცირდა. თუმცა გაზრდილია ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი, კერძოდ, საუბარია ნივთიერებებზე, რომლებიც ინტერნეტით იყიდება”,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2021 წლის მონაცემებს ასახავს.
200 გვერდიან დოკუმენტში 79 ქვეყანაში არსებული ნარკოტრეფიკის შესახებ არსებული ვითარებაა განხილული და მათ შორის, საუბარია საქართველოზეც.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს, პანდემიის პირობებში, საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 32%-ით შემცირდა.