Novavax-თან წინასწარ მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველომ ვაქცინის მილიონი დოზა მიიღოს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ის “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” გარდა, Novavax-ზეც დიდ იმედებს ამყარებს.
“მიმაჩნია, რომ Novavax-ი იქნება საუკეთესო ვაქცინა და ნორმალური ვარიანტი მისი დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე. მასთან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე, დაახლოებით, ივნისის ბოლოსკენ იგეგმება. ამ დროისთვის მიიღებს ეს ვაქცინა საერთაშორისო ორგანიზაციების და მარეგულირებლების აღიარებას. წინასწარი მონაცემებით, ამას არაფერი უდგას წინ, რამეთუ საქართველომ Novavax-სთან ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია”, -განაცხადა ცერცვაძემ.