ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტით დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან.
„ჯერ არ იქნება სწორი, რომ ნაადრევად ვისაუბროთ, რამდენად დიდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან და ვინ იქნება სავარაუდო ინვესტორი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ამერიკელი ინვესტორების ყოლა ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, თუმცა შედეგები გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ყველა წესის დაცვით გავმართავთ ტენდერს. მიუხედავად საკმაოდ დინამიური და რთული მსოფლიო ვითარებისა, პანდემიიდან და იმ სხვადასხვა პროცესიდან გამომდინარე, რაც რეგიონში მიმდინარეობს, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი იყოს წარმატებულად შესრულებული“, – განაცხადა თურნავამ.
მისივე ინფორმაციით, ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების შერჩევის ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება და ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარდება. მისივე თქმით, პროცესში ჩაერთვება საერთაშორისო კონსულტანტიც.