ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 13 წლის ბავშვზე ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, სააგენტოში შეტყობინება გასულ წელს შევიდა.
სააგენტოს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგო და მისი შვილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სერვისში არიან ჩართული. საქმეში ასევე ჩაერთო სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.
შეგახსენებთ, რომ გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის გოგომ იმშობიარა. საქმეზე ერთი პირია დაკავებული.
გორში 13 წლის გოგომ იმშობიარა – დაკავებულია ოჯახის ნაცნობი