LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის გამო, პროექტი შეჩერდა: როდის მიიღებს თელავის აეროპორტი საერთაშორისო რეისებს, ისევ უცნობია

165
0O5A6312-1200x800

თელავის აეროპორტში ამ ეტაპისთვის ყველა საინვესტიციო პროექტი შეჩერებულია. პანდემიის გამო დაგეგმილი რეაბილიტაცია, რომლის შედეგადაც „მიმინო“ ჩარტერული და საერთაშორისო რეისების მიღებას შეძლებდა გაურკვეველი ვადით გადაიდო. საკითხზე „ბიზნესპარტნიორში“ საავიაციო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ტეფნაძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, თელავის აეროპორტში კერძო თვითმფრინავების სადგომის მშენებლობა იგეგმება.

“მოყვარული პილოტის ლიცენზიის მიღებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. საქმე ეხება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. კურსდამთავრებულებმა და დაინტერესებულმა პირებმა უკვე რამდენიმე ავიაკლუბიც ჩამოაყალიბეს. სწორედ მათგან მოდის იდეა, რომ თელავის აეროპორტში შეიქმნას ანგარი, სადაც კერძო თვითმფრინავების განთავსება იქნება შესაძლებელი. ეს იქნება, როგორც პარკინგის, ასევე ყველა სხვა აუცილებელი მომსახურების მიღებისთვის განკუთვნილი სივრცე,“ – ამბობს დავით ტეფნაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g