LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სექტორში 9 მილიარდამდე ლარი ჩაიდება

59

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად, ჩინეთის ,,ექსიმბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. მინისტრმა ჩინეთის საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის, სივრცითი მოწყობის კომპონენტი გააცნო და 2017-2020 წლებში პროექტების განხორციელების შედეგებზე ისაუბრა.

ზურაბ ალავიძის განცხადებით, ოთხ წელზე გაწერილი გეგმის მიხედვით ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სექტორში 9 მილიარდამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ასევე, მინიტრმა ყურადღება გაამახვილა 2018 წელს დაგეგმილ მსხვილმასშტაბიან პროექტებზე საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სექტორის მიმართულებით.

შეხვედრისას მხარეებმა ჩინეთის ,,ექსიმბანკთან“ სამომავალო თანმშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g