LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა: გომელაური

100
BeFunky-collage (6)

დღეს, მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენენ. ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს საქმიანობა შეაჯამა და სისტემის რეფორმის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების გეგმებსა და ამ მიმართულებით 2020 წელს გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, სამინისტროს ინიციატივით მიღებულია ახალი კანონი სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.

“გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც. ასევე, აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები”.- აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი.

მისივე თქმით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით, დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლე – მოძალადის მიმართ დაწესდა ელექტრონული მონიტორინგი, რაც მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდას უზრუნველყოფს.

“2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება”. – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამ წუთებში, მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს:

ამავე თემაზე:

შემცირებულია ყაჩაღობა, გამოძალვა, ბინების გაქურდვისა და მკვლელობის მცდელობა – გომელაური სამინისტროს მიღწევებზე საუბრობს

შსს “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს: ვახტანგ გომელაური

ფრიდონ ინჯია გომელაურს: ხომ არ გიფიქრიათ სასჯელის გამკაცრება იმ ადამიანებისთვის, ვინც დაუმორჩილებლობას უცხადებს პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს

“როგორ არის ბადრი, ხომ არაფერი შემოუთვლია?” – ალეკო ელისაშვილი გომელაურს

ჩემი თავი თქვენ ადგილზე ბევრჯერ დამიყენებია, მითქვამს, ასე ჰუმანურად მე ვერ შევძლებდი-მეთქი: წულუკიანი გომელაურს

 

magti 5g