LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი ადამიანის შვილი ხარ… მეამაყები, როგორც ადამიანი, რადგან ასეთი ხარ, ამიტომაც მოგიწევს ტვირთის ზიდვა ცხოვრებაში!” – მსოფლიო ჩემპიონი ლუკა კურტანიძე ბერა ივანიშვილს მიმართავს

1669
BeFunky-collage

მსოფლიო ჩემპიონი ლუკა კურტანიძე, ბერა ივანიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს.

კურტანიძე წერს, რომ ბერა სამაგალითო შვილი, მოქალაქე და პიროვნებაა.

„ბერა, მეგობარო, ჩვენ ისტორიულად ვცხოვრობთ, იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფრის მკადრებელი არსებები ჯერ სიტყვით კლავენ ადამიანს და შემდეგ თუ ფიზიკურად შეძლეს, ამას გამარჯვებას უწოდებენ! ბევრი მაგალითი არსებობს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და წარსულში შორს, რომ არ წავიდეთ, დღეს ერის კაცს ბიძინა ივანიშვილს, რომლის სიკეთე აურაცხელია სამშობლოს წინაშე მას ლანძღავენ…. პატრიარქს ტალახს ესრვიან, შეურაცხყოფას აყენებენ და საერთოდ ყველას, ვისაც რამე უკეთებია, ამ ქვეყანაზე! რადგან იმაზე მეტს ეს მახინჯი სულის ადამიანები ვერასოდეს იმაზე მეტს ვერაფერს შექმნიან და შურით და ბოღმით დამძიმებულები ასეთი ტიპის ქმედებებს სჩადიან! რატომ?! იმიტომ რომ ასე, მათვის ადვილია, რადგან სინდისი ნამუსი და სხვა ღირებულება მათ არ გააჩნიათ! ასე გასდით და ასე მოქმედებენ….! მეამაყები, როგორც ადამიანი და მინდა სიმშვიდე და სიმხნევე გისურვო! დიდი ადამიანის შვილი ხარ და ამასთანავე სამაგალითო შვილი მოქალაქე და პიროვნება! რადგან ასეთი ხარ ამიტომაც მოგიწევს ასეთი ტვირთის ზიდვა ცხოვრებაში!

დიახ, მეამაყები როგორც დიდი გულის და სულის ადამიანი! როგორც სამაგალითო ახალგაზრდა ხელოვანი ტიტანური შრომის მოყვარე და ყველაზე მთავარი თავდაბლობის მაგალითი ! ასეთად გაგიცან და გიცნობ მეგობარო ! შენი მეგობარი მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა ელდარი კურტანიძე“, – წერს კურტანძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g