LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში მოქალაქეს პარკინგზე მანქანა მოჰპარეს

108
policiaaa

ზუგდიდში ავტომობილი მოიპარეს. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაზარალებულმა პირმა კი უწყებას დღეს მიმართა.

არსებული ინფორმაციით, მანქანის მეპატრონემ, რომელსაც ავტომობილი დაპარკინგებული ჰყავდა, რამდენიმე დღის წინ გასაღები დაკარგა. გუშინ კი ადგილზე მისულს საკუთარი ავტომობილი აღარ დახვდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g