“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ მმართველ პარტიაში პოლიტიკური რღვევის პროცესი დაიწყო.
მისი თქმით, ამას მოწმობს ბოლო პერიოდში ბევრი პოლიტიკოსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ და ასევე დღევანდელი ფაქტიც – დღეს ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე თანამდებობას ტოვებს.
ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს
მინაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” დასასრული ახლოვდება:
“ვასილ მაღლაფერიძის წასვლა და სხვა მსგავსი ნაბიჯები, რომელიც ბოლო პერიოდში იყო, ნიშნავს იმას, რომ “ქართულ ოცნებაში” არის რღვევა. სხვათაშორის, ასეთი აუდიო-ვიდეო კადრების გამოქვეყნებაც რღვევის ნიშანია, რაც ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური დასასრული ახლოვდება.” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.