საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოსგან გადაწყვეტილება მიიღო მისი ბინის ჩხრეკის შესახებ.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
„როდესაც შემოხვალთ ჩემთან, კარები იმავე გასაღებით შეგიძლით გააღოთ, რომელიც ჩემს მძღოლს „ყაჩაღებმა“ წაართვეს, რომლებმაც ის სადარბაზოში სცემეს და რომლის მეშვეობით თქვენ ათი დღის წინ კამერები დააყენეთ ჩემს ბინაში,“ – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილი წერს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მისი ბინის „კარადაში შეუძლიათ, ნახონ პოროშენკოს კორუფციულ სქემებზე გაზეთები, მაცივარში „როშენის“ მოწამლული შოკოლადი, ხოლო სეიფში კი ინახება ასაფეთქებელი, რომელიც მხოლოდ „ბარიგებისთვის“ ფეთქდება“.