LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირბადის ტარების მაჩვენებლის 43%-ზე ჩამოსვლა საგანგაშოა, განსაკუთრებით შემსუბუქების ფონზე: ამირან გამყრელიძე

88
ამირან გამყრელიძე

“პირბადეზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. 43%-ზე ჩამოსვლა, პირადაპირ ჩათვალეთ, რომ საგანგაშოა, განსაკუთრებით შემსუბუქების ფონზე, რამაც ეპიდსიტუაციის ძალიან ცუდ, სერიოზულ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პირბადის ტარების მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვითარებას სწავლობენ  “Health Metrics”-ის ინსტიტუტთან ერთად  და მაჩვენებელი, რომელიც  75%-ზე იყო ასული, შემდეგ 65%-ამდე შემცირდა, ხოლო გუშინდელი მონაცემებით, კიდევ შეიცვალა და ახლა 43%-ამდე ჩამოვიდა – გამყრელიძის განცხადებით, ძალიან ცუდია.

“უმორჩილესად გთხოვთ ყველა საინფორმაციო საშუალებას – მაქსიმალურად დაუთმეთ დრო, მიწოდეთ  ინფორმაცია ადამიანებს – იყოს მორბენალი სტრიქონი, იყოს გადაცემები, იყოს შესაბამისი გზავნილები, რომ პირბადე ერთ-ერთი მთავარი თავდაცვის საშუალებაა და განსაკუთრებით ახლა, როცა ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი უკვე მოვიტოვეთ,” – აღნიშნა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინზე ამირან გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, თუ ამ ტიპის ამ მასშტაბის ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, შესაძლებელია გარკვეულ შემსუბუქებებზე კიდევ იყოს საუბარი და მითუმეტეს, თუ მთავარი დაცვის საშუალება – ანუ, პირბადის ტარების მაჩვენებელი განუხრელად  გავზარდეთ.

“თუ ეს მაჩვენებელი 95% ავიყვანეთ, ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება და ქვეყანაში ნაკლები დაზიანება გვექნება. ამიტომ გთხოვთ მედიას – პირბადეზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ. 43%-ზე ჩამოსვლა, პირადაპირ ჩათვალეთ, რომ საგანგაშოა, განსაკუთრებით შემსუბუქების ფონზე, რამაც ეპიდსიტუაციის ძალიან ცუდ, სერიოზულ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

რამდენიმეჯერ გავიმეორე და კიდევ მინდა ვთქვა – თუ მარტსა და აპრილში, ამ ფარგლებში, იმ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, როგორშიც ახლა ვართ, მაშინ უკვე თბილ პერიოდში – მაისში, ივნისში კარგი მაჩვენებლით შევალთ და ადამიანების დაზიანება ნაკლები გვექნება, მხედველობაში მაქვს დაინფიცირება, სიკვდილიანობა და სხვა..

ამიტომ ყველას გთხოვთ – პირბადეზე ყურადღება გამახვილებული იყოს, ისევე როგორც დისტანცია, განსაკუთრებით ახლა, როცა შიდა სამასპინძლო დაწესებულებები გაიხსნა – დიდ თავშეყრებსა და ქეიფებს თავი ავარიდოთ,”- დასძინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

magti 5g