LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეთანხმება მიღწეულია: ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ვაქცინის კიდევ 4 მილიონ დოზას მიაწვდის

62
Coronavirus COVID-19 single dose small vials and multi dose in scientist hands concept. Research for new novel corona virus immunization drug.

ევროკომისიამ ვაქცინის დოზების გადაცემასთან დაკავშირებით  BioNTech-Pfizer-თან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისია მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებს კორონავირუსის კიდევ ოთხ მილიონ დოზას მიაწვდის.

”ვირუსის გავრცელების კუთხით არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად და გამოსასწორებლად აუცილებელია სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედება. მოხარული ვარ, რომ შეთანხმება მივაღწიეთ BioNTech-Pfizer- თან, რათა მარტის ბოლომდე ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინების ოთხი მილიონი დოზა.

ეს დაეხმარება წევრ სახელმწიფოებს გააკონტროლონ ვირუსის ახალი შტამის გავრცელება”.- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, BioNTech-Pfizer ვაქცინა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა COVID-19 ვირუსის ამჟამად ცნობილი ყველა ვარიანტის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ პირობა დადო, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების იდენტიფიცირებისა და მათთან ბრძოლისთვის ევროკავშირის შესაძლებლობებს დამატებითი ფინანსებით გააძლიერებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g