LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ეკრანული წყვილი, რომელთა ერთად ხილვაც ფანებს რეალურ ცხოვრებაში სურთ

5038
ეკრანული წყვილები

7654არსებობენ ეკრანული წყვილები, რომელთა შესრულებაც იმდენად დამაჯერებელია, რომ ფანებს სურთ მათი ეკრანული სიყვარული რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდეს. თუმცა ამჯერად, მათ იმედი უნდა გავუცრუოთ, რადგან მათი საყვარელი კინოწყვილები რეალურად მხოლოდ კარგი მეგობრები არიან…

ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო

ქეითი და ლეო ერთმანეთს „ტიტანიკის“ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, როდესაც უინსლეტი 21, ხოლო დიკაპრიო 22 წლის იყო. მათი ეკრანული წყვილი, ჯეკი და როუზი, დღემდე იპყრობს მაყურებელთა გულებს და ბუნებრივია, უამრავ ფანს გაუხარდებოდა, მსახიობებს ერთმანეთი რეალურად რომ შეჰყვარებოდათ. თუმცა ქეითი და ლეო მხოლოდ ახლო მეგობრები არიან. მსახიობებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ რომანტიული ურთიერთობა არც არასოდეს ჰქონიათ და ალბათ, სწორედ ამ ფაქტმა შეუწყო ხელი იმას, რომ მათმა მეგობრობამ წლებს გაუძლო.

მეგ რაიანი და ტომ ჰენკსი

მიუხედავად იმისა, რომ მეგ რაიანმა და ტომ ჰენკსმა შესანიშნავი ეკრანული წყვილები შექმნეს ფილმებში „თქვენთვის წერილია“ და „ვისაც სიეტლში არ სძინავს“, მსახიობები არასოდეს ყოფილან რომანტიულ ურთიერთობაში. მათ კარგი მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც ათწლეულებს ითვლის.

სანდრა ბალოკი და კიანუ რივზი

მსახიობებმა საკმაოდ დასამახსოვრებელი წყვილი შექმნეს „სიჩქარეში“, რის შემდეგაც სანდრასა და კიანუს არარსებულ რომანს არაერთი ადამიანი გულშემატკივრობდა. რომანი არ შედგა, თუმცა გადასაღებ მოედანზე მსახიობები საკმაოდ დამეგობრდნენ.

ლედი გაგა და ბრედლი კუპერი

მას შემდეგ, რაც კუპერმა ლედი გაგასთან ერთად „ვარსკვლავის დაბადებაში“ ითამაშა, ფანები ბრედლის ირინა შეიკთან განქორწინებას ნატრობდნენ. ამას წყვილის მიერ „ოსკარის“ ცერემონიაზე შესრულებული ფილმის საუნდტრეკი „Shallow” მოჰყვა, რამაც მათი შესაძლო რომანის შესახებ მედიაში კიდევ უფრო მეტი ჭორის გავრცელებას შეუწყო ხელი. თუმცა ფანებისათვის სამწუხაროდ, გაგამ არაერთ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ის და ბრედლი მხოლოდ მეგობრები არიან.

ქეით ჰადსონი და მეთიუ მაკკონაჰი  

ვარსკვლავებმა შეყვარებული წყვილი ორ ფილმში განასახიერეს და ორივე შემთხვევაში მაყურებელს თავი საოცარი ქიმიით დაამახსოვრეს. ქეითის და მეტიუს პირველი ერთობლივი ნამუშევარი იყო „როგორ დავკარგოთ მამაკაცი 10 დღეში“, ხოლო მეორე „სულელების ოქრო“. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე მათი „სიყვარული“ ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, ჰადსონს და მაკკონაჰის რომანი არასოდეს ჰქონიათ. მეტიუმ არიარა, რომ ქეითთან დღემდე მეგობრობს, თუმცა თავისი ოქროს წესისათვის – არ დაპატიჟოს პაემანზე კინოპარტნიორები – არც მის გამო გადაუხვევია.

ემა სტოუნი და რაიან გოსლინგი

ვარსკვლავების ერთობლივი ნამუშევარი „ლა ლა ლენდი“ წლის ჰიტი და კინოაკადემიის ფავორიტი გახდა, თუმცა მია (სტოუნი) და სებასტიანი (გოსლინგი) რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ მეგობრები არიან და მათ შორის რომანტიული არაფერი მომხდარა. აღსანიშნავია, რომ ეკრანულ პარტნიორებთან რეალური რომანების გამოცდილება უცხო არცერთისთვისაა – ემა სტოუნი წლების განმავლობაში ხვდებოდა თავის ეკრანულ პარტნიორს, ენდრიუ გარფილდს (ფილმიდან „ადამიანი ობობა“), ხოლო გოსლინგი თითქმის დაქორწინდა რეიჩელ მაკადამსზე (ფილმი „უბის წიგნაკი“).

ჯენიფერ ლოურენსი და ლიამ ჰემსვორთი

„შიმშილის თამაშების“ ვარსკვლავებმა ეკრანზეც უიღბლო შეყვარებულები განასახიერეს, მათი რომანი ბედნიერად არც ეკრანზე დასრულებულა. ლიამის და ჯენიფერის გმირები, გეილი და ქეთნისი ერთმანეთს დაშორდნენ და მეგობრობაც კი შეწყვიტეს. თუმცა რეალურ ცხოვრებაში ჯენიფერი და ლიამი ახლო მეგობრები არიან და არანაირი რომანი არ ჰქონიათ. ჰემსვორთმა აღიარა, რომ ჯენიფერთან მეგობრობის გამო გადასაღებ მოედანზე კოცნის სცენების გადაღებაც კი მისთვის საკმაოდ უხერხული იყო.

magti 5g