LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედეა ზირაქაშვილი: „მეტი მოფერება, ჩახუტება, სითბოს გამოხატვა ბავშვისადმი იწვევს დადებით ცვლილებებს“

306

ბავშთა ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსს აქვეყნებს და მშობლებისა და ბავშვების სიახლოვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ნევროლოგს მაგალითად Development and Psychopathology-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა მოჰყავს, რომელიც ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა:

„მეტი მოფერება, ჩახუტება, სითბოს გამოხატვა ბავშვისადმი იწვევს დადებით ცვლილებებს არა მხოლოდ ემოციურ, არამედ მოლეკულურ დონეზეც.
მეტი ფიზიკური კონტაქტი!მეტი ემოცია! მეტი დრო ბავშვებისთვის!!!“, – წერს მედეა.

ახალი კვლევა, რომელსაც ვებგვერდი sciencealert.com აქვეყნებს, ადასტურებს, რომ მშობლების მხრიდან ფიზიკური კონტაქტის სიხშირე პირდაპირ კავშირშია მის განვითარებასთან. მეტიც, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ იმ პატარებს, ვისაც მშობლის მხრიდან ჩახუტება, მოფერება და ფიზიკური სიახლოვე აკლდათ, ასაკის შესაბამის განვითარებას ჩამორჩებოდნენ. ესაა პირველი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ჩახუტება და მოფერება ადრეულ ასაკში უდიდეს როლს თამაშობს ბავშვის გენეტიკაზე.

ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა 94 ბავშვზე დაკვირვებით ჩაატარეს. მათ სთხოვეს 5 კვირის ასაკის ბავშვების მშობლებს ეწარმოებინათ დღიური, სადაც ძილის, აღელვების, ტირილისა და კვების მომენტების ფიქსირებას მოახდენდნენ. ამავე დროს მშობლები ინიშნავდნენ, რა სიხშირით ჰქონდათ მათ ფიზიკური კონტაქტი პატარებთან და რა დროის მანძილზე გრძელდებოდა მოფერება და ჩახუტება. კვლევაში მონაწილე პატარებს 4.5 წლის ასაკში დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდათ და გაირკვა, რომ შედეგი მართლაც თვალშისაცემია. საინტერესოა, რომ იმ ბავშვებს, ვისაც მშობლის მხრიდან ყურადღება და მოფერება აკლდა, დნმ-ის ანალიზში ბიოქიმიური ცვლილების მაჩვენებელი არ შეესაბამებოდა მათ ასაკს. ამ დრომდე მსგავსი ცვლილებები ჯანმრთელობის პრობლემებს ბრალდებოდა: „ჩვენ ვგეგმავთ იმის გარკვევას, მოქმედებს თუ არა ბიოლოგიური სიმწიფე ბავშვის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუ მომდევნო კვლევებიც ჩვენ ჰიპოთეზას დაამტკიცებს, ეს დაგვეხმარება, კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება ფიზიკური კონტაქტის აუცილებლობაზე ჩვილებში“, – წერს მთავარი მკვლევარი სარა მური.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g