LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგთიკომი: კომუნიკაციების კომისიის უკანონო გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

139
MAGTI POST

მაგთიკომი მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ისევ კომუნიკაციების კომისიაზე საუბრობს.

კომუნიკაციების კომისიის მორიგი კანონდარღვევა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა: რამდენადაც მაგთი ფიქსის მოძველებული ტექნოლოგია ფიზიკურად აღარ იძლევა სერვისის შენარჩუნების საშუალებას, მაგთიკომი იძულებული გახდა მოეთხოვა მაგთი ფიქსის ლიცენზიის გაუქმება და კომუნიკაციების კომისიას წარუდგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნა.

კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, მაგთი ფიქსის ლიცენზიის პირობებში ცვლილებების შეტანით, კომუნიკაციების კომისიამ უხეშად დაარღვია მთელი რიგი საკანონმდებლო მოთხოვნები. გასაუქმებელ ტექნოლოგიაზე ლიცენზიის საფასურის 16 მილიონიდან 161 000 ლარამდე შემცირება პოზიტიურ მოვლენად ვერ შეფასდება, რასაც საჯარო განცხადებით მიზანმიმართულად ცდილობს კომუნიკაციების კომისია, განსაკუთრებით, როდესაც მას საფუძვლად უდევს კანონის უხეში დარღვევა.

კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 11 მარტის უკანონო გადაწყვეტილება მაგთიკომის მიერ გასაჩივრებული იქნება სასამართლოში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „მაგთიკომი“ ავრცელებს.

Facebook – https://www.facebook.com/Magti/photos/a.256287627715315/4115514321792607/

Web – https://www.magticom.ge/ka/communication-commission

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g