LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები და უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან: მინაშვილი დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

80
აკაკი მინაშვილი

“ძალიან კარგია, რომ შეხვედრები გაგრძელდა. ძალიან კარგია, რომ კიდევ უფრო აქტიურია ჩართულობა. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ქვეყანა უმტკივნეულოდ გამოვიდეს კრიზისიდან.” – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკაკი მინაშვილი შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს და აქვე მთავარ მოთხოვნას კიდევ ერთხელ აჟღერებს.

კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება

მინაშვილი ამბობს, რომ პარტიისთვის მთავარი პოლიტპატიმრების საკითხია და იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელსაც მხარეები მიუსხდებიან, აუცილებლად უნდა იყოს ნიკა მელიაც:

“ნაციონალური მოძრაობისთვის” მთავარი არის პოლიტპატიმრების თემა, განსაკუთრებით, ნიკა მელიას თემა, რადგან ის არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები და ბუნებრივია, უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ ნებისმიერ შეხვედრაზე, სადაც ჩვენ ვართ, ამ თემაზე არის ძალიან ინტენსიური საუბარი. ასევე, საუბარია გიორგი რურუაზეც და ზოგადად, ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულებაზე.” – განაცხადა მინაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ვადამდელი არჩევნები, რადგან სწორედ არჩევნებია ქვეყანაში უმტკივნეულო გამოსავლის გზა.

შეგახსენებთ, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის ფუნქციას ასრულებს, დილიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებოდა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს”, “ლელო საქართველოსთვის”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, ასევე “გირჩისა” და “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” წარმომადგენლები.

magti 5g