“დანიელსონის ქვეყანაში დარჩენა არის კარგი. ეს ნიშნავს იმას, რომ სერიოზულად ეკიდება ევროკავშირი დიალოგს და იმას, რომ მათ შორის ოპოზიცია უნდა შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში.” – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ასევე აღნიშნა, რომ დანიელსონის ვიზიტის გახანგრძლივებით ჩანს – სათანადო დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაშიც კი, როდესაც დანიელსონმა გადაწყვიტა, საქართველში კიდევ დარჩეს, ოპოზიციამ სპეკულირება მაინც მოახერხა:
“გვითხრა ბატონმა დანიელსონმა, რომ ის დღეს 10:00 საათზე უნდა დაბრუნებულიყო ბრიუსელში და შემდეგ გაგრძელდებოდა დიალოგი. ეს იყო ის, რაც გვითხრა მან. ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი კომენტარი. თუმცა, ვხედავთ, რომ ოპოზიციამ ამ მარტივ სიტუაციაშიც კი მოახერხეს სპეკულირება.
როდესაც პოლიტიკაში ხარ, პრეტენზია უნდა გქონდეს პოლიტიკოსობაზე და არა სპეკულანტობაზე. დანიელსონის ქვეყანაში დარჩენა არის კარგი. ეს ნიშნავს იმას, რომ სერიოზულად ეკიდება ევროკავშირი დიალოგს და იმას, რომ მათ შორის ოპოზიცია უნდა შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. ეს ნიშნავს იმას, რომ სათანადო დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.” – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველში ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი იმყოფება. კრისტიან დანიელსონი შარლ მიშელმა პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორად დანიშნა.
დანიელსონს საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ის ქვეყანაში დარჩა და პოლიტიკოსებთან შეხვედრებს მართავს.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდება.
ამავე თემაზე:
კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება
კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა