LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის პროცესში ,,იმედის კლინიკის” მედიკოსები ჩაერთვნენ – პირველი მეან-გინეკოლოგი დავით კობეშავიძე აიცრა

299
BeFunky-collage

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მესამე დღეა გრძელდება.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინაციისთვის 29 ცენტრი მოქმედებს, მასობრივი აცრების ეტაპზე გადასვლისთვის კი ქვეყანაში შესაბამისი 200-ზე მეტი დაწესებულება იქნება.

კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში ,,იმედის კლინიკის” მედიკოსები ჩაერთვნენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი ,,იმედის კლინიკის” დირექტორი, მეან-გინეკოლოგი დავით კობეშავიძე აიცრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g