ქობულეთში, უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია მამა-შვილი.
შემთხვევა სახურავის შეკეთების დროს მოხდა – მამა-შვილი სახურავიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა.
ფაქტი “ფორტუნას” დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.