LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტები დაინტერესდნენ თუ რომელი საავტომობილო ბრენდია მანდილოსნებს შორის ყველაზე პოპულარული

49
buick209

ბრიტანული ანალიტიკური კომპანიამ IHS MArkit ჩაატარა კვლევა, რომელსაც უნდა დაედგინა, თუ რომელი საავტომობილო ბრენდები იყო გასულ წელს ქალბატონებს შორის ყველაზე პოპულარული.

აღმოჩნდა, რომ 2020 წელს ჩრდილოეთამერიკულ ბაზარზე ბრენდი Buick ლიდერობდა, სტატისტიკის მიხედვით, ამერიკაში გაყიდული ყველა Buick–ის 56,1% ქალებმა იყიდეს. ანალიტიკოსებმა შეისწავლეს ინფორმაცია როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტომობილების რეგისტრაციის შესახებ. მეორე ადგილს ბრენდი Mitsubishi 54%–იანი მაჩვენებლით იკავებს, მესამეა – Mini 53%–ით. მეოთხე და მეხუთე ადგილები Hyundai–მ და Nissan–მა დაიკავეს, ორივე მწარმოებლის მიერ გაყიდული მანქანების 52% ქალებმა შეიძინეს.

რაც შეეხება რეიტინგის ლიდერს, ექსპერტთა შეფასებით Buick თავის წარმატებას იმ ფაქტს უნდა უმადლოდეს, რომ ინტერიერის დაპროექტებისას ქალებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები