მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ივერთუბნის მოსახლეობასთან ერთად, საპროტესტო აქცია გამართა. დოლიძის განცხადებით, 21-ე საუკუნეში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მოსახლეობა კანალიზაციის მოწესრიგებას ითხოვს.
როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ჩუღურეთის გამგეობა უძირო ქვაბია, რადგან მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, ხოლო პასუხი არსად ჩანს.
„21-ე საუკუნეში, ვითომ ეს ხელისუფლება ევროკავშირში გვექაჩება, მაგრამ თბილისის ერთ-ერთ უბანში, რომელიც თან პრესტიჟულ უბნად ითვლება, მოსახლეობა კანალიზაციას ითხოვს, ელემენტარულ პირობას, რომ ქუჩაში ფეკალიები არ დაცურავდეს. ამ პირობებში ცხოვრობს იქ ხალხი, პატარა ბავშვები.
ჩუღურეთის გამგეობა საერთოდ უძირო ქვაბია. წერილი წერილზე იგზავნება ხალხისგან, პასუხი კი იქიდან არ არის. ჩვენ ელემენტარული საცხოვრებელი პირობა გვინდა! იქნება შედეგებს დაველოდოთ, იქნება მოვლენ არა, ჩვენ ზუსტი გეგმა გვჭირდება. გვჭირდება, ვადა, თვე, რიცხვი და თავი კიდევ მერის ამაზე მოყოლებული, რომ ეს თუ არ გაკეთდება, თანამდებობას დატოვებს, მანამდე ეს ყველაფერი ფუჭი ლაპარაკი და დროის ფლანგვაა”,- განაცხადა დოლიძემ.