LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არის ყველაზე სახიფათო მეწყერსაშიში ზონები თბილისში

954
ninochxobadze20

ვაშლიჯვრის მეწყერმა ზოგადად ამ პრობლემის მიმართ საზოგადოების ყურადღება უფრო მეტად მიმართა. ჟურნალ „გზას“ დღევანდელ ნომერში ესაუბრა „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე და აღნიშნა:

„მე ადრეც ბევრჯერ მითქვამს, რომ დედაქალაქში არის მეწყერსაშიში ზონები, არის მეწყერული კერები და მოძრავი მეწყერები.

ჩვენ მთა-გორიან ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამიტომ საქართველოში დაახლოებით სამი ათასამდე მეწყერია, აქედან რამდენიმე ასეული თბილისშია: ვიცით მუხათგვერდის მეწყერი, რომელიც მოძრავია, ვაკეში არის ორი მოძრავი მეწყერი, ასევე – გლდანსა და ვარკეთილში… ბევრი ადგილი გვაქვს, სადაც მეწყერდამცავი კედლებია აგებული, მთავარია, ეს კედლები არავინ მოარღვიოს… შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მსგავსი რამ 2003 წელს, ვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა: იქ ავტოგასამართ სადგურს აშენებდნენ და ტრაგედია დატრიალდა, მეწყერი ჩამოწვა და სამი ადამიანი ჩაიტანა, ამიტომაც ვამბობთ გარემოს დამცველები, – მეწყერსაშიშ ადგილებში მცირე მშენებლობაც კი დაუშვებელია, მაგრამ ამას ყველა არ ითვალისწინებს….“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g