LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხდება წარმოდგენილი პროექტის მცირედი კორექტირება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები: მერაბ გაფრინდაშვილი

75
Untitled design (2)

“პრაქტიკულად იდენტურია შეფასებითი ნაწილი, მეწყრის გენეზისის, ტიპის, საფრთხის, რაც ქართველ გეოლოგებს ჰქონდათ დაფიქსირებული და მიწოდებული ჩვენს მიერ გერმანელი კოლეგების მიმართ” – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებზე საუბრის დროს განაცხადა.

ვაშლიჯვარში გამაგრებითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. გეგმის პირველი ნაწილი დღეს თბილისის მერიამ გაასაჯაროვა. პირველ ეტაპზე, დაიწყება მეწყრის ზონისა და მიმდებარე ტერიტორიის გამაგრების სამუშაოები იგეგმება.

როგორც გაფრინდაშვილმა აღნიშნა, გეოლოგიური თვალსაზრისით, ახალი გარემოებები გამოიკვეთა, და გადაწყდა რომ ისინი ადგილზე გასულიყვნენ და შეეფასებინათ სიტუაცია:

“ამასთანავე გამოიკვეთა იქვე აზრი, რომ გავსულიყავით ადგილზე, რადგან იყო რაღაც ახალი გარემოებები გეოლოგიური თვალსაზრისით. ვნახეთ, ერთობლივად შევაფასეთ და ამის შემდეგ მოხდება ამ წარმოდგენილი პროექტის მცირედი კორექტირება ამის გათვალისწინებით და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.” – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ადგილზე ყოველდღიური მონიტორინგი მიმდინარეობს, მომდევნო კვირიდან კი პროცესში სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული სპეციალური მონიტორინგის სისტემა ჩაერთვება.

 

magti 5g