LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გონება დაკარგა, ხელები გაუშავდა – გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

121
გოგი 44

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გოგი წულაია უკვე მე-10 დღეა შიმშილობს. დღეს მისი მდგომარეობა დამძიმდა და ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს – ამის შესახებ “ფორტუნას“  წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განუცხადა.

მისივე ცნობით, გოგი წულაია ადვოკატთან შეხვედრის დროს ცუდად გახდა.

„დღეს ჩანიშნული მქონდა გოგი წულაიასთან შეხვედრა. ჩემამდე კიდევ ერთ ადვოკატს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მასთან კონტაქტი ვერ შეძლო,  შეხვედრისას ცუდადა გახდა. გონება დაკარგა და წაიქცა. ხელები გაუშავდა. ბოლო 10 დღეში 15 კილოგრამი აქვს დაკლებული, არ იღებს არც საკვებს, არც მედიკამენტებს” .  – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი უკვე მე-10 დღეა შიმშილობს.

ამავე თემაზე:

“იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად” – გოგი წულაია გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს

გოგი წულაიას პატიმრობა შეეფარდა

დალია ცოტა, მოწია კიდეც და გადმოვიდა სექსუალურ ძალადობაზე – ვინ არის ქალი, ვის გამოც გოგი წულაია დააკავეს

გამოგონილი ბრალდებაა, სილურჯე შეიძლება მიჯახებითაც მიიღოს ადამიანმა – გოგი წულაია ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g