სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
თავად ბრალდებული გოგი წულაია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
წულაიას ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, მას ბრალდება დაუმძიმდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მხულით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. სამართალდამცავებმა გოგი წულაია ორი დღის წინ დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.
ამავე თემაზე:
გავხსნათ სასამართლო, ჩემმა ცოლმა კი გაიგო ყველაფერი – გოგი წულაია