LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გახდა “მედკაპიტალის” ექიმის გარდაცვალების მიზეზი და უკავშირდება თუ არა 2 კვირის წინ გაკეთებულ აცრას – ჩაფიძის კლინიკის პროფესორის განმარტება

376
eqim

კლინიკა “მედკაპიტალის” პედიატრიული განყოფილების 56 წლის ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო  აცრიდან 2 კვირის შემდეგ ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა.

„მედკაპიტალის“ კლინიკაში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ  გარდაცვლილ ექიმს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

ექიმის გარდაცვალების მიზეზებზე „ფორტუნასთან“ ჩაფიძის კლინიკის პროფესორმა, თამაზ მაღლაკელიძემ ისაუბრა.  

"გარდაცვალებას ვაქცინაციას ვერ დავუკავშირებთ, აცრის პერიოდში და არც შემდეგ მას რეაქციები არ დაფიქსირებია" - "მედკაპიტალი" 56 წლის ოჯახის ექიმის შესახებ

როგორც „ფორტუნას“ „მედკაპიტალის“ კლინიკაში განუცხადეს, გარდაცვლილი 56 წლის იყო და ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

„გარდაცვლილი ქალბატონი უმძიმესი პაციენტი იყო. სახლშიც ჟანგბადის კონცენტრატორზე იყო. 

მას დაბადებიდან ჰქონდა გულ-მკერდისა და ზურგის მკვეთრი ანომალია. ფილტვის ქსოვილი გადაგვარებული იყო, ჰქონდა ფიბროზი, ფილტვის ელასტიურობა დაქვეითებული იყო.  დაავადება პერიოდულად მწვავდებოდა. ჰქონდა ასევე გულის უკმარისობა ჰქონდა. სამი თვის წინ ჩვენს კლინიკაში იწვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტათი გაუმჯობესდა და გაეწერა.  ამჯერად, მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.

გულ-ფილტვის უკმარისობა და კარდიალური ასთმა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი“.- ამბობს მაღლაკელიძე ჩვენთან საუბარში.

პროფესორის თქმით, პაციენტის გარდაცვალება ვაქცინაციას ვერანაირად ვერ დაუკავშირდება.

„პაციენტის  გარდაცვალებას ვაქცინაციას ვერ დავუკავშირებ. ვაქცინაცია ორი კვირის წინ ჰქონდა გაკეთებული, მძიმე პაციენტი იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ძალიან გვიჭირდა ხოლმე. სამწუხაროდ, ახლა ამუიწურა ყველა რეზერვი“. – აცხადებს ჩაფიძის პროფესორი. 

მისივე განმარტებით, ასეთი ქრონიკული დაავადებების მიუხედავად ვაქცინაციას ვერ ექნებოდა უკუჩვენება. მე თავადაც ორი კვირის წინ გავიკეთე გულის სტენტირება და გუშინ ვაქცინაცია ჩავიტარე. 

ვაქცინაცია გიცავს ვირუსისგან.  20 საუკუნის ყველაზე დიდი მიღწევა ვაქცინაციაა, მან მილიონობით ადამიანი  გადაარჩინა“, – აცხადებს მაღლაკელიძე „ფორტუნასთან“ საუბარში. 

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეტა ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით,  „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება.

 

magti 5g