Reuters-ის ინფორმაციით, ჩინური ვაქცინების „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მწარმოებლებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საგანგებო გამოყენების ნებართვის მისაღებად თავისი პრეპარატის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯანმოს სტრატეგიული რჩევების ექსპერტთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ პრეპარატები ავტორიზაციას აპრილის ბოლომდე მიიღებენ. ჯგუფის თავმჯდომარემ, ალეხანდრო კრავიოტომ აღნიშნა, რომ ჩინური კომპანიების მიერ მიწოდებული მონაცემების მიხედვით, ვაქცინები ეფექტიანობის მაღალ დონეს აჩვენებს და უკვე აღიარებული პრეპარატებისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებენ.
„ინფორმაცია, რომელიც კომპანიებმა გაგვიზიარებს გვაჩვენებს, რომ მათი პრეპარატების ეფექტიანობის მაჩვენებელი ჯანმოს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. საუბარია 70%-მდე ეფექტიანობაზე და რა თქმა უნდა, მათ აქვთ მონაცემები უსაფრთხოების შესახებ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინა არ დააზიანებს ადამიანებს, რომლებიც მას გამოიყენებენ“, – განაცხადა კრავიოტომ.
კრავიოტოს განცხადებამდე ჯანმოს პრესსპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანმოს ავტორიზაციას, სავარაუდოდ, „ძალიან მალე“ მიიღებენ.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ჩინური ვაქცინის პირველ პარტიას კვირის ბოლოს ელოდებიან.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჩინური ვაქცინისადმი ნდობა საკმაოდ მაღალია.
კვირის ბოლოს საქართველო ჩინეთიდან ვაქცინას ელოდება: ტიკარაძე