LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამნაშავეა როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებული პასუხისმგებობა ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ პარტიას: ევროპარლამენტარები

100
evrokavshiri-w-h

“ამ შედეგში დამნაშავეა დისკუსიებში მონაწილე როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები და განსაკუთრებული პასუხისმგებობა ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ პარტიას”, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ გამოქვეყნდა.

ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ძლიერ მხარდაჭერას კრისტიან დანიელსონის დაუღალავი მუშაობისადმი და მივესალმებით პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული წინადადების გამოქვეყნებას, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა. სასიცოცხლოდ აუცილებელია პოლიტიკური პარტიის აქტორებს შორის ნდობის აღდგენა. ამ წინადადების შინაარსი საქართველოსთვის ნამდვილად სწორია: საარჩევნო და სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმები, პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი განაწილება საქართველოს პარლამენტში და, რაც მთავარია, გამოსავალი სამომავლო არჩევნებზე და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორ შემთხვევაზე. ეს გამოსავალი პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ისე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტის მხრიდან იქნება მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით: ევროპარლამენტარები

მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, საქმე ეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის მომავალს: ევროპარლამენტარები

კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას: ევროპარლამენტარები

განცხადებას ხელს აწერს მაღალი რანგის 7 ევროპარლამენტარი: ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი და ლიეტუველი დეპუტატი ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუშტრევიჩიუსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g