LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ის ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლის პერსონალურმა მონაცემებმა გაჟონა, მათ შორის გავრცელებულია 95 ათასზე მეტი ქართველი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია

741
BeFunky-collage (1)

facebook-ი მორიგი კიბერშეტევის სამიზნე გახდა. საქმე ისაა, რომ ჰაკერებმა 533 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, კერძოდ, ვინაობა, ელ. ფოსტა, დაბადების თარიღი, მისამართები და ბიოგრაფია გაავრცელეს ფორუმებზე.

Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, მათ შორის, გავრცელებულია 95 193 ქართველი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია.

როგორც Bloomberg-ი წერს, Facebook-ი საქმის კურსშია. ოფიციალური წერილის თანახმად, მონაცემთა გაჟონვის შესახებ კომპანიამ 2019 წელს შეიტყო. საუბარია 106 ქვეყანაში რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე.

მათ შორის 32 მილიონი მომხმარებელი აშშ-დან, 11 მილიონი გაერთიანებული სამეფოდან, ხოლო 6 მილიონი ინდოეთიდანაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g