LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიზისი არის ჩვენს ოპონენტებში და პოლიტიკური გადატვირთვა სჭირდებათ: პაპუაშვილი

60
papuaSvili

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია, ხელოვნურია.

კითხვაზე, სჭირდება თუ არა ქვეყანას პოლიტიკური გადატვირთვა და როგორ ესახება პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზა, პაპუაშვილი პასუხობს:

„პოლიტიკური გადატვირთვა სჭირდებათ ჩვენს ოპონენტებს, ისინი არიან ახლა ზედმეტად დატვირთული რაღაც აზრებით.  მათ სჭირდებათ გადატვირთვა. რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არის საჭირო და ეს ნარატივი ყველამ უნდა დავივიწყოთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს არჩევნები როგორ ჩატარდა, ვინაიდან ახლა უკვე არის ე.წ. კრიზისი. ეს არის შემდეგი ტყუილი, რადგან თუკი არჩევნები იყო ზუსტი და ამომრჩევლის ნება აისახა შედეგებზე, რა კრიზისზე შეიძლება საუბარი? კრიზისი რომც არსებობდეს, გამოდის, რომ ყალბი კრიზისია“. – აცხადებს პაპუაშვილი.

მისი თქმით, მოსახლეობის განწყობიდან აშკარაა, რომ კრიზისი ხელოვნურია.

„ვხედავთ, ქუჩაში რა ხდება, მოსახლეობის განწყობას ვხედავთ, ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის ქმედეთი, რა კრიზისზეა საუბარი, კრიზისი არის ჩვენს ოპონენტებში და მათ სჭირდებათ გადატვირთვა,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

6 თვეა ვერ გარკვეულან საით არიან საქართველოსკენ, ეშმაკისკენ თუ რუსეთისკენ: ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g