LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა კონტრიძე: „როდესაც 87 წლის კაცი ჩამოვიდა უკვე, სახელმწიფომ შემოუშვა და სუფრასთან დასვეს, კვერცხები და „ტრამპამპამ“ მე მეზედმეტა, მაგალითად…“

596
kontridze20

თეონა კონტრიძე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, „მთავარი არხის“ დილის გადაცემას ესტუმრა და საკუთარ შემოქმედებასთან ერთად, რუსულ თემაზეც ვრცლად ისაუბრა.

თეონა კონტრიძეს ჰკითხე,ს იყო თუ არა დაპატიჟებული რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის დაბადების დღეზე, რაზეც ასეთი პასუხი გასცა:

სტუმრად დაპატიჟებას ვეძახი, პოზნერს რომ ეთქვა ჩემთვის, მოდიო. ნიკოლოზ ცისკარიძესთან ერთად ვარ ჩამოსული და მან მითხრა, დაპატიჟებული ვარ და წამოდიო.

წლების წინ ვილნიუსში ვიყავით. ჩავედით პურის მაღაზიაში. გვინდოდა ფუნთუშების ყიდვა. როდესაც ვუთხარი, რამდენი გვინდოდა, გამყიდველმა ქალმა ისეთი სახით შემომხედა… არ ვიცოდით, რომ ფუნთუშეული ტალონებით იყიდებოდა. მოგყიდით, მაგრამ ისე იცოდეთ, რომ ტალონებზეაო. 16 წლისას მეყო ნამუსი, იმდენი მეყიდა, რამდენიც ტალონით იყო გათვალისწინებული. როდესაც ქვეყანაში არის კომენდანტის საათი, „ქამონ“, რა ამბავია? რისი თქმა მინდა. ფორმა, რა ფორმითაც გამოიხატა პროტესტი, ჩემთვის არ არის ქართული. „სტუმარ-მასპინძელი“ არის ჩვენი მენტალური კოდი. ვთვლი, რომ არ მოვიქეცით სწორად, გამოხატვის ფორმას ვგულისხმობ, თუმცა აუცილებლად იყო საპროტესტო. პირველ რიგში იმიტომ, რომ როცა ადამიანებს აფთიაქში გასვლის საშუალებაც არ აქვთ, რა ამბავია, ხომ მშვიდობაა? მე, მაგალითად, ვიჯექი სახლში და არ გავნძრეულვარ. მოგეხსენებათ ჩემი პრივილეგიები და პატარა რომ „წავჩალიჩებულიყავი“, გავაკეთებდი ყველანაირ საშვს, მაგრამ ამ თემაზე არც დავფიქრებულვარ. მინდა, დავემორჩილო იმ წესებს, რაც დღეს აქვს ქართულ სოციუმს, როცა აქ ვარ. თუმცა როდესაც 87 წლის კაცი ჩამოვიდა უკვე, სახელმწიფომ შემოუშვა და სუფრასთან დასვეს, კვერცხები და „ტრამპამპამ“ მე მეზედმეტა, მაგალითად…

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინფორმირება რუსეთში მწირია. რუსეთმა არაფერი იცის. ეს საკითხი არ იხილება. ჩვენ შორის სავიზო რეჟიმი რომაა, ისიც კი არ იცის ხალხმა. როდესაც ვეკითხები, ხვდებით, რატომ მოხდა ეს-მეთქი? პოზნერის თემას ვგულისხმობ, ანალიზს ვერ აკეთებენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g