წელს SAG Awards-ის კიდევ ერთი გამორჩეული ,,ლუქი” 74 წლის გლენ ქლოუზსს ეკუთვნის. ჰოლივუდის A კლასის ვარსკვლავი წელს ,,ქალის მთავარი როლის” კატეგორიაში იყო ნომინირებული. გლენ ქლოუზმა სოციალურ ქსელში ღონისძიების დაწყებამდე, საკუთარ აივანზე გადაღებული ფოტო განათავსა და კაბა წინასწარ გვაჩვენა. მოგვიანებით კი სწორედ ამ კაბით ვიხილეთ ის ონლაინფორმატში.
ქლოუზმა არჩევანი „ოსკარ დე ლა რენტას“ წითელ კლასიკური ფერის კაბაზე გააკეთა. ანსამბლს კი მინიმალისტური აქსესუარები შეუხამა. ბოლო დროს გლენ ქლოუზი თმას არ იღებავს, ამდენად თეთრ თმაში ის ძალიან ბუნებრივად და ლამაზად გამოიყურებოდა.