მსოფლიოს გიგანტ კომპანიაში კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა იმუშავებს. თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, მიშო ჟღენტი კარიერას Microsoft-ის პრაღის ოფისში გააგრძელებს. ის Skype-ის გუნდში Software Engineer-ის პოზიციაზე იმუშავებს.
პარალელურად, მიშო ატარებს პროგრამირების მეთოდოლოგიასა და პროგრამირების აბსტრაქციაში სემინარებს თავისუფალ უნივერსიტეტში.
ინფორმაციას თავად თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.